3 countries with high-quality medical services and reasonable prices
3 ქვეყანა სამედიცინო მომსახურეობის მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით
სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეძებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას ხელმისავწდომ ფასად. სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის მონაცემებით, წელიწადში 14 მილიონი ადამიანი მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით.
არსებობს მრავალი მიზეზი, რატომ იღებენ პაციენტები გადაწყვეტილებას, გაემგზავრონ სხვა ქვეყანაში მკურნალობისთვის, მაგალითად: უფრო ხელმისაწვდომი ფასები, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.
დღეს კი გვინდა გაგაცნოთ ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა პაციენტებისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მკურნალობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო.
ინდოეთი
ინდოეთი ის ქვეყანაა, სადაც საერთაშორისო პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად 25%-ით იზრდება. აზიისა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეების უფრო და უფრო დიდი ნაწილი ამჯობინებს ინდოეთს სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მისაღებად. დღევანდელი მონაცემებით, მას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს სამედიცინო ტურიზმის სფეროში.
რისი დამსახურებით მიიწევს სამედიცინო სფეროში წინ ინდოეთი ასეთი სწრაფი ტემპით?
ინდოეთში JCI საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტირებული უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობის წარმოუდგენლად დაბალ ფასად მიღებაა შესაძლებელი. ევროპის ქვეყნებთან შედარებით, მკურნალობის ღირებულება 60-70%-ით დაბალია, რაც პაციენტებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არჩევნის გაკეთების დროს.
კლინიკები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომლებსაც სამედიცინო განათლება და პრაქტიკა ამერიკის,ბრიტანეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების საუკეთესო უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო და თავად კლინიკები განუწყვეტლივ ზრუნავენ იმაზე, რომ სამედიცინო დაწესებულებები მუდმივად უახლესი ტექნოლოგიებით იყოს აღჭურვილი. ამიტომ ინდოეთის კლინიკებში პაციენტებისთვის ყოველთვის გარანტირებულია თავიანთ სპეციალობაში დახელოვნებული პროფესიონალების მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომები. ახალი ტექნოლოგიებით მკურნალობა კი დაკავშირებულია პაციენტების უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებასთან ქირურგიული ჩარევის ან სხვა პროცედურების შემდეგ.
საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილების გამო, ინდოეთში ძალიან გამარტივებულია სამედიცინო მიზნებით ვიზის მიღება, რომლის გაკეთებაც ელექტრონულად არის შესაძლებელი. კლინიკებს აქვთ საერთაშორისო პაციენტებისთვის შექმნილი უზარმაზარი დეპარტამენტები, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან, ზედამხედველობა გაუწიონ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მკურნალობის დაგეგმვასა და ყველა ოფიციალურ პროცედურას.
თუ შეიძლება სხვა არაინგლისურენოვან ქვეყნებში სამედიცინო პერსონალთან შეგექმნათ პრობლემა ენობრივი ბარიერის კუთხით, ინდოეთში ამაზე ფიქრი არასდროს მოგიწევთ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, განსაკუთრებით კი სამედიცინო სფეროში მომსახურე პერსონალი, ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ ენას. გარდა ამისა, დეპარტამენტები დაკომპლექტებულია თარჯიმნებით, რომელთა მომსახურეობის მიღებაც ნებისმიერი საერთაშორისო პაციენტისთვის არის შესაძლებელი.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია, რომ ინდოეთში სამედიცინო მომსახურეობის მიღებისას არ არსებობს ლოდინის დრო და რიგები, რაც ძალიან მოსახერხებელია პაციენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მკურნალობის მიღებისთვის.
ინდოეთში ორი უმსხვილესი კლინიკათა ჯაჭვია MAX Healthcare და Apollo Hospital, სადაც ყოველდღიურად დიდი წარმატებით ტარდება ისეთი რთული პროცედურები, როგორიცაა ღვიძლის, ძვლის ტვინის და თირკმლის გადანერგვა, სხივური თერაპია სიმსივნეებისთვის, გულსისხლძარღვთა ოპერაციები და სხვა.
თურქეთი
სამედიცინო ტურიზმის სფეროში, თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა შემედგი უმნიშვნელოვანესი ფაქტების გამო: მისაღები ფასები, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა და მოსახერხებელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.
მკურნალობის ღირებულება დაახლოებით 50-60%-ით უფრო დაბალია,ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში. მილიარდობით ინვესტიციის დამსახურებით კი სამედიცინო მომსახურეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც გამოარჩევს თურქეთს არის ის, რომ 80-მდე ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა, რაც უფრო ამარტივებს გამგზავრების საკითხს საერთაშორისო პაციენტებისათვის.
თურქეთის შემთხვევაშიც, კლინიკებში ჰყავთ თარჯიმნები, რომლებიც დახმარებას უწევენ ყველა საერთაშორისო პაციენტს და უმარტივებენ კომუნიკაციას სამედიცინო პერსონალთან ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თურქეთის ყველა წამყვან კლინიკას აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი აკრედიტაციები, როგორიცაა JCI, JACHO, ISO, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაციენტებისთვის არჩევნის გაკეთების დროს.
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის, მაღალი ხარისხის მომსახურეობისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, თურქეთი, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი პაციენტის არჩევანია. განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობენ კლინიკები - The American Hospital, Acibadem Hospital, Koc University Hospital.
თურქეთში განსაკუთრებით ხშირად მიემგზავრებიან პაციენტები ისეთი პროცედურებისთვის, როგორიცაა In Vitro განაყოფიერება, თმის გადანერგვა, გულსისხლძარღვთა ქირურგია, ორთოპედიული ქირურგია და სხვა.
ისრაელი
2022 წლის მონაცემებით, 1 მილიონი ადამიანი გაემგზავრა ამერიკიდან სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით, მათი უმრავლესობის არჩევანი კი სწორედ ისრაელი იყო.
ყველასთვის ცნობილია, რომ, ევროპის ქვეყნებს შორის, ისრაელი წამყვანია სამედიცინო სფეროში. იგი ზუსტად მისდევს ამერიკაში დანერგილ სტანდარტებს. უწყვეტი განვითარებისა და თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის გამოყენებით, ერთ-ერთი უპირობო ლიდერია რთული დიაგნოზების მქონე პაციენტების მკურნალობაში. საერთაშორისო ჯანდაცვის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ისრაელი პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 41 ქვეყანას შორის.
საერთაშორისო პაციენტების 80% ისრაელში მიემგზავრება სიმსივნეების სამკურნალოდ, რადგანაც ამ მიმართულებით ისრაელის კლინიკები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სპეციალისტები არამხოლოდ იყენებენ მკურნალობისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდებს, არამედ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით ნერგავენ ახალ ტექნიკებსაც. მაგალითად, პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ ფოტოდინამიური თერაპია სწორედ ისრაელში იქნა აღმოჩენილი. ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ყველა უახლეს მიდგომასა და ტექნოლოგიას, რაც მსოფლიოში ინერგება. ამიტომაც სიმსივნეების ბოლო სტადიების დიაგნოსტირების შემთხვევაშიც კი, ისრაელის სპეციალისტები ახერხებენ პაციენტის სიცოცხლის წლობით გახანგრძლივებას.
ისრაელში ხშირად მიემგზავრებიან პაციენტები ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური, ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რთული ქირურგიული ჩარევების ჩასატარებლად. პაციენტების მხრიდან განსაკუთრებული ნდობით გამოირჩევა Assuta Hospital და Hadassah Medical Center.
რაც შეეხება ფასებს, რა თქმა უნდა, ამერიკასთან შედარებით, ბევრად დაბალია, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ ორ ქვეყანასთან შედარებით, ისრაელში მკურნალობა უფრო ძვირია.
რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის არჩევნის გაკეთებისას, ძალიან ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. ქვეყანაზე გადაწყვეტილების მიღება კი უშუალოდ პაციენტის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებზეა დამოკიდებული.
იმედი გვაქვს, ეს ბლოგი ცოტათი მაინც გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩიოთ ქვეყანა კლინიკასთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისა და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს სამედიცინო კონსულტირების ცენტრს, Rhazes Global-ს, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი მიმართულებით მკურნალობის დაგეგმვაში.
T: 577 022 270
- May 29 2023
- 2415