Expert advice on how to select a country for treatment abroad
საზღვარგარეთ მკურნალობისთვის მომზადებისას, პაციენტი ისედაც ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა, ფასი, ცხოვრება კონკრეტულ ქვეყანაში, ვიზა, ენის ბარიერი, დაზღვევა, კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი კულტურა.
ახლა კი, მოდით, ვისაუბროთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უფრო გაგვიმარტივებს სამკურნალოდ გამგზავრების დაგეგმვას.
როგორ შევამოწმოთ კონკრეტული კლინიკის სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი?
- შეამოწმეთ საერთაშორისო პაციენტების კომენტარები მომსახურეობის შესახებ შერჩეული კლინიკის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
- მნიშვნელოვანია, კლინიკის ვებ გვერდზე იყოს გაზიარებული ექიმების CV.
- ინტერნეტის მეშვეობით ჩაატარეთ მცირე კვლევა. გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიმწოდებელი იყოს კლინიკა, მაინც შესაძლებელია იყოს სპეციალიზებული ერთი ან რამდენიმე მიმართულებით.
- მიიღეთ რეკომენდაციები თქვენი მკურნალი ექიმისგან საქართველოში საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით.
- კონკრეტულ კლინიკას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სერთიფიკატები, როგორიცაა JCI სერთიფიკატი. JCI არის სამედიცინო პრაქტიკაში გაწეული მომსახურების ხარისხის უნივერსალური სტანდარტებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია. ასეთი აკრედიტაციის ქონა ნიშნავს ჯანდაცვის ხარისხის „უმაღლეს დონეს“.
საზღვარგარეთ მკურნალობისას ღირებულების საკითხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჯამრთელობას, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა გზა და გავცდეთ ყველა ლიმიტს.
მოდით, გავამახვილოთ ყურადღება ქვეყნებს შორის ამ საკითხში არსებულ განსხვავებებზე. მაგალითად, ამერიკაში მკურნალობა თურქეთთან შედარებით 5-ჯერ, აზიის ქვეყნებისგან კი - 10-ჯერ უფრო ძვირია. მაგრამ ფაქტია, რომ ექიმების მუშაობისა და პროფესიონალიზმი დონე აღნიშნულ ქვეყნებში თანაბრად მაღალია. ამიტომაც, აღნიშნული საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია და საქმის გასამარტივებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის მსგავს კომპანიებს, რათა დაგეხმაროთ თქვენთვის უფრო მისაღები ფასის მიღებაში. რაზეს გლობალი მზად არის ამ მიმართულებით დაგეხმაროთ.
რაც შეეხება ცხოვრებასა და დარჩენას შერჩეულ ქვეყანაში, კლინიკებს აქვთ თანამშრომლობა სასტუმროებთან, აქედან გამომდინარე, თქვენი სასტუმრო იქნება ახლოს თქვენს კლინიკასთან. წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ კლინიკის საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტს და მიიღოთ მათგან რეკომენდაციები.
ვიზის საკითხიც კი შეგიძლიათ ანდოთ კლინიკის საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მომსახურებას გაგიწევენ უფასოდ ან სიმბოლურ ფასად.
ბილეთების ყიდვისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ პირველ რიგში, იყიდოთ ბილეთი, თარიღიდან გამომდინარე კი დაჯავშვნოთ ვიზიტი ექიმთან, ვინაიდან ბილეთის საკმაოდ ადრე ყიდვა უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტურისტულ სააგენტოს.
შესაძლებელია ფიქრობდეთ, ენის ბარიერი საკმაოდ პრობლემური იყოს თქვენთვის. ნუ ღელავთ, თუ ფლობთ ინგლისურ ან რუსულ ენებს, ყველგან შეგიძლიათ ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით კლინიკის ფარგლებში. მაგრამ საზღვარგარეთ მკურნალობის კომპანიები, როგორიცაა ჩვენი კომპანია რაზეს გლობალი, უფასოდ უზრუნველყოფს თარჯიმნის მომსახურეობას ყველა ქვეყანაში, როგორიცაა თურქეთი, გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, ქართულ ენაზეც კი.
თუ გაქვთ დაზღვევა, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია კონკრეტულ კომპანიასთან და მიიღოთ რეკომენდაციები მათგან მკურნალობის პროცესების ღირებულება დაფარვასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი პაციენტისთვის ასევე მნიშვნელოვანია შერჩეული ქვეყნის კულტურული მხარე. თუ თქვენ გაემგზავრებით საზღვარგარეთ პლასტიკური ოპერაციებისა და მხოლოდ კონსულტაციისთვის, ეს ფაქტორი თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. მაგრამ თუ აპირებთ მკურნალობის გავლას კლინიკაში, მაშინ გაითვალისწინეთ, თქვენ მოგიწევთ დარჩენა და დროის გატარება მხოლოდ კლინიკის ფარგლებში და არ გექნებათ იმის საშუალება, გაეცნოთ ქვეყნის კულტურას სიღრმისეულად. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, კულტურული მხარე არც თუ ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
თუ გსურთ კონსულტირების მიღება ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადად მე ან ჩვენს კომპანიას რაზეს გლობალს.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
- March 28 2023
- 2465